вторник, 28 июня 2011 г.

კლიმატის კვირეული

მე-18 საჯარო სკოლა აქტიურად გამოეხმაურა კლიმატის საერთაშორისო დღეს,როგორც მთელ საქართველოში ისე ჩვენთან ჩატარდა კლიმატის კვირეული.ლოზუნგი იყო"ვიმგზავროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეტესად"
6-12 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური პლაკატები, კედლის გაზეთები,ვიდეომასალა, სლაიდშოუ თუ ანიმაციური ფილმები.
10ა კლასის მოსწავლეებმას ჩაატარეს კონფერენცია.თემებბი დამზადდა კლიმატის ცვლილიების გამომწვევ მიზეზებზე.
10ბ კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს ეკოლოგიური თამაში, სადაც მონაწილეობდნენ:ავტომწარმოებელი,ნავთობმაგნატი,ოპეკის ქვეყნების წარმომადგენლები,ანტიგლობალისტი,გარემოს დამცველი,მეცნიერი.მოსწავლეები საკმაოდ სერიოზულად მიუდგნენ შექმნილ პრობლემას და დაიწყეს ძებნა გამოსავალის შექმნილი მდგომარეობიდან.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რესურსისა და ენერგიის გამოყენების სასკოლო პროექტში.სამუშაო დევიზი იყო-"ვინ, თუ არა ჩვენ?როდის, თუ არა ახლა?"თანამედროვე მსოფლიოში გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები უკავშირდება ბუნებრივი რესურსების არაეფექტურ გამოყენებას,ანი კუზანაშვილმა და გიორგი გერმანოზიშვილმა მიიღეს მონაწილეობა პროექტში-"შეინარჩუნე სითბო"

Комментариев нет:

Отправить комментарий